1. მწვრთნელებს, რომელთა სპორტსმენებმაც წარმატებით იასპარეზეს ქვეყნის მასშტაბით გამართულ სპორტულ შეჯიბრებებზე და დაიკავეს საპრიზო ადგილები, გადაეცეთ ფინანსური დახმარება სპორტსმენებისთვის განსაზღვრული ფინანსური დახმარების 80% ოდენობით.

2. გუნდურ სახეობებში საპრიზო ადგილის მფლობელი გუნდის მწვრთნელს ფინანსური დახმარება გადაეცემა გუნდისთვის განსაზღვრული ფინანსური დახმარების 20% ოდენობით.

3. ფინანსური დახმარება გადაეცემათ მხოლოდ იმ მწვრთნელებს, რომლებიც სასწავლო-საწვრთნელ საქმიანობას ახორციელებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში.

4. საქართველოს ჩემპიონატში ერთი მწვრთნელის რამდენიმე სპორტსმენის ან ერთი სპორტსმენის მიერ სპორტის ერთსა და იმავე სახეობაში ერთზე მეტი გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, მწვრთნელს გადაეცეს ერთი სრული ფინანსური დახმარება და დანარჩენ შემთხვევაში სრული ფინანსური დახმარების 20 %.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით პირად საბანკო ანგარიშზე.
თავი III
პროგრამის ადმინისტრირება, ანგარიშსწორების წესი და ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაც