1. სახელმწიფო და შესაბამისი სპორტული ორგანიზაცია უზრუნველყოფს სპორტსმენის, სპორტის სპეციალისტისა და სხვა მუშაკების სოციალურ დაცვას. მათზე ვრცელდება შესაბამისი კანონმდებლობა.
2. პროფესიონალ სპორტსმენს პენსიის უფლება ენიჭება შრომის მძიმე პირობებში მომუშავეთათვის კანონმდებლობით დადგენილი შეღავათიანი პირობებითა და ოდენობით.
3. სპორტსმენზე, რომელმაც სპორტულ შეჯიბრებაში, სასწავლო-საწვრთნელ ან სხვა სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას მიიღო ტრავმა, ან რომელიც დაავადდა პროფესიული დაავადებით ან გახდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა სოციალური დაცვის შესახებ.
საქართველოს 2015 წლის 25
ნოემბრის კანონი
№4548
- ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2769 – ვებგვერდი, 13.04.2023