„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4548-Iს
სარეგისტრაციო კოდი
460000000.05.001.017993
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.  „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6 ნოემბერი, 1996, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო სათანადო დახმარებასა და შეღავათებს უწევს სპორტის სფეროში მოღვაწე პენსიონერებს, ობლებს, ხელმოკლე ოჯახებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპორტის სფეროში სახელმწიფო მართვის ორგანოა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, რომლის კომპეტენცია მოცემულ სფეროში განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და აღნიშნული სამინისტროს დებულებით.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია სპორტის სფეროში

სპორტის სფეროში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სპორტის განვითარების ძირითადი მიმართულებების შემუშავება და განხორციელება;

ბ) ერის გაჯანსაღებისა და სპორტის განვითარების სახელმწიფო პროგრამების შემუშავება;

გ) სპორტის პრიორიტეტულ სახეობათა განსაზღვრა;

დ) სპორტის განვითარების მიზნით აღნიშნული სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებებისათვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაში ხელის შეწყობა;

ე) საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

ვ) სპორტის სფეროში კადრების მომზადების, განაწილებისა და გადამზადების კოორდინაცია; სპორტის მუშაკთა ატესტაციის ორგანიზება და პროფესიული დონის განსაზღვრა;

ზ) სპორტის სფეროს სამეცნიერო-მეთოდური უზრუნველყოფა; სამეცნიერო, სასწავლო და პოპულარული სპორტული ლიტერატურის გამოცემის ორგანიზება;

თ) სპორტის დაფინანსების სახელმწიფო ნორმატივების დადგენა;

ი) სპორტსმენთა, სპორტის სპეციალისტთა და სპორტის სხვა მუშაკთა წახალისების უზრუნველყოფა, სახელმწიფო პრემიებსა და ჯილდოებზე წარდგენა;

კ) საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების დაუცველობისა და საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევის შემთხვევებში მარეგისტრირებელ ორგანოსთან ერთად ამ ფედერაციების ხელმძღვანელთა უფლებამოსილების შეჩერება საგანგებო ყრილობის მოწვევამდე.“.

4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენცია სპორტის სფეროში 

სპორტის სფეროს ადგილებზე მართავენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა იმ საკითხებისა, რომელთა გადაწყვეტაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების კომპეტენციას განეკუთვნება.“.

5. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეუძლია საზოგადოებრივ და სხვა არასახელმწიფო სპორტულ ორგანიზაციებს გადასცეს ცალკეული უფლებამოსილებანი და გააკონტროლოს მათი განხორციელება.“.

6. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სეოკი ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციებთან.“.

7. მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას და ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან.“.

8. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მიუხედავად პროფილისა და საკუთრების ფორმისა, სპორტი შედის ერთიან სასწავლო პროგრამაში, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

9. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სკოლისგარეშე გამაჯანსაღებელ და სპორტულ მუშაობას კოორდინაციას უწევენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, უზრუნველყონ სკოლისგარეშე გამაჯანსაღებელი და სპორტული დაწესებულებების შექმნა და ფუნქციონირება.“.

10. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 15. სპორტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის

1. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ვარჯიში მათი რეაბილიტაციისა და სოციალურ-შრომითი ადაპტაციის შემადგენელი ნაწილია.

2. სპორტის, განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის შესაბამის ორგანოებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციებს ეკისრებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების რეაბილიტაციის უწყვეტ სისტემაში სპორტულ მეცადინეობათა ორგანიზების, შესაბამისი კადრების მომზადების, მეთოდური უზრუნველყოფის და საექიმო კონტროლის ვალდებულება.

3. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, მმართველობის რეგიონული ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, კლუბები და ცენტრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უზრუნველყოფენ სპეციალური აღჭურვილობით და ხელს უწყობენ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობაში.

4. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპორტულ- გამაჯანსაღებელი ღონისძიებები ფინანსდება და მათი სპორტული ბაზების მშენებლობისათვის საჭირო სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან და კერძო სექტორის მიერ.“.

11. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო მოსამსახურეების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირადი შემადგენლობების სპორტული მომზადების პროგრამებს განსაზღვრავენ შესაბამისი ორგანოები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

12. მე-19 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უმაღლესი კვალიფიკაციის სპორტსმენთა მოსამზადებლად იქმნება სპეციალიზებული დაწესებულებები, რომელთა სტრუქტურასა და სტატუსს განსაზღვრავენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაცია.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის შემადგენლობაში მყოფ სპორტსმენთა სპორტული შეჯიბრებისათვის მომზადება ხდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით.“.

13. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სპორტსმენზე, რომელმაც სპორტულ შეჯიბრებაში, სასწავლო-საწვრთნელ ან სხვა სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას მიიღო ტრავმა, ან რომელიც დაავადდა პროფესიული დაავადებით ან გახდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა სოციალური დაცვის შესახებ.“.

14. 23-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სპორტის სფეროში სახელმწიფო სახსრებს სპორტული ორგანიზაციების წინადადებების საფუძველზე ანაწილებენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სპორტის განვითარებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ სახსრებს სამინისტროებსა და უწყებებზე ანაწილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარდგინებით.“.

15. 24-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სპორტული ბაზის ფუნქციის შეცვლა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან შეუთანხმებლად;“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს სახელმწიფო სპორტულ ნაგებობათა მიზნობრივად გამოყენებას.“.

16. 25-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სპორტის, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ორგანოები ადგენენ სპორტის სპეციალისტებსა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროფილის სპეციალისტებზე მოთხოვნილებას. ასეთი სპეციალისტების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან  მომუშავეების, მომზადებისა და გადამზადების ვალდებულება ეკისრებათ დადგენილი წესით აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სპორტსმენი სპორტის სფეროს სპეციალისტად მუშაობისათვის სავალდებულო ატესტაციას გადის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციის მიერ დადგენილი წესით.

6. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს სპორტის განვითარების სახელმწიფო პროგრამების მეცნიერულ უზრუნველყოფას სპორტის სფეროში წამყვანი სამეცნიერო ცენტრების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დახმარებით.“.

17. 26-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს სპორტის სფეროში საპატიო წოდებებს და განსაზღვრავს საერთაშორისო და ეროვნულ ჩემპიონატებში გამარჯვებულებისა და რეკორდსმენების სპორტული ჯილდოების ნუსხას.

3. სპორტის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და უმაღლესი სპორტული მიღწევებისათვის სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და სპორტის სხვა მუშაკებს სახელმწიფო პრემიებსა და ჯილდოებზე წარადგენს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.“.

  მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 ნოემბერი 2015 წ.

N4548-Iს