„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №102 |
|
2024 წლის 31 ივლისი ქ. ქუთაისი |
1. დადგენილების დანართის პირველი მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი“.
2. დადგენილების დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აპარატი არ არის იურიდიული პირი. აპარატს აქვს ბეჭდები (წარწერებით: „საკრებულოს აპარატი“, „საოქმო“, „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეული – ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება“, „ასლი დედანთან სწორია“), ბლანკი და შტამპები.“.
3. დადგენილების დანართის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. აპარატის მისამართია: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3.“.
4. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. მოამზადოს დასკვნები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების პროექტებზე.“.
5. დადგენილების დანართის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 პუნქტი:
„20. უზრუნველყოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა.“.
6. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარუდგენს „საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ სამართლებრივი აქტის პროექტს.“.
7. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-განყოფილების უფროსი, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით.“.
8. დადგენილების დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. აპარატის საშტატო ნუსხა, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო და მათი დამტკიცების წესი
აპარატის საშტატო ნუსხით განისაზღვრება აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულების - განყოფილებების ოდენობა, დასახელება, აპარატის შტატით განსაზღვრული და ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობათა დასახელება, რიცხოვნობა, აპარატის საჯარო მოსამსახურეთა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ მომზადებული პროექტის შესაბამისად, ამტკიცებს საკრებულო, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით.“.
9. დადგენილების დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები წარმოადგენენ საკრებულოს აპარატის იმ მოსამსახურეებს, რომლებიც ახორციელებენ საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფებისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და საკრებულოს ფრაქციების ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ, ანალიტიკურ, საინფორმაციო და საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებას.“.
10. დადგენილების დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - განყოფილების უფროსი
1. აპარატის მეორად სტრუქტურულ ერთეულს – განყოფილებას ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი (შემდგომში – განყოფილების უფროსი), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ფორმდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ახორციელებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების (შემდგომში – განყოფილების) საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას;
ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) განყოფილების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, შეიმუშავებს და აპარატის უფროსს წარუდგენს მოსამსახურეთა შორის ფუნქციების განაწილებას;
დ) განსაზღვრავს განყოფილების მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ვ) შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
ზ) უქმნის შესაბამისი განყოფილების მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე.
4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.“.
11. დადგენილების დანართის მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.
|