„ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 ივლისის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2022 წლის 23 აგვისტო დაბა ლენტეხი |
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“
2. დადგენილების მე-2-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (w.w.w.matsne.gov.ge, 010260020.35.115.016252, 31/01/2018წ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №10 დადგენილება.
3. დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება“.
4. დანართის მე-2 მუხლში ნუმერაცია „1“ ამოღებულ იქნეს.
5. დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
6. დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს.“.
7.დანართის მე-4 მუხლის მე-3-ე პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ“.
8. დანართის მე-5 მუხლში ნუმერაცია „1“ ამოღებულ იქნეს.
9. დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება.
განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას;
ბ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯვის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას;
გ) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან;
დ) მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას;
ე) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით,მერის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“.
10. დანართის მე-8-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.
განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა ინვენტარიზაციას;
ბ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურებასა და დაცვას;
გ) მუნიციპალური ქონების აღწერა, ინვენტარიზაციას, მოვლა-პატრონობას;
დ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
ე) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას;
ვ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების საოფისე მასალებით მომარაგებას;
ზ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა სახით სარგებლობის წესების დაცვას;
თ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებ.
|