„თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის N36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.154.016205
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2015 წლის 23 თებერვალი

დ. თიანეთი

 

,,თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ,, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის №36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 8 სექტემბრის №36 დადგენილებაში და ასევე  დადგენილებით დამტკიცებულ „თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახური“-ს დებულებაში (სსკ010260020.35.154.016187) , კერძოდ:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული  და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ,,

2.  დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დამტკიცდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახური“-ს თანდართული დებულება.

3. დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ა1, ბ1, გ1, დ1“ ქვეპუნქტები:

 „ ა1   მთ. სპეციალისტი მოქალაქეთა მისაღებში;

1   მთ. სპეციალისტი პიარის საკითხებში;

1   კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების  მთ. სპეციალისტი (IT სპეციალისტი)

1  მთ. სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში“

4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის  მუხლი 41

„მუხლი 41. მთ. სპეციალისტი მოქალაქეთა მისაღებში

მთ. სპეციალისტი მოქალაქეთა მისაღებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს

ა) მოქალაქეთა მომსახურეობას „მოქალაქეთა მისაღებში“

ბ) მოქალაქეთა კონსულტაციას განცხადების შევსება-მიღებასთან დაკავშირებით.

გ) მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

5. დებულების მე -5 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებული იქნეს „ა“ ქვეპუნქტი.
6. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის  მუხლი 51

„მუხლი 51.  მთ. სპეციალისტი პიარის საკითხებში

 მთ. სპეციალისტი პიარის საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა)  მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადობრივ ურთიერთობათა, პიარის დაგეგმვას და განხორციელებას;   

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრეს-კონფერენციების და მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების  გასაჯაროვებას მუნიციპალიტეტის ვებ გვერდის მეშვეობით.

დ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

7. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის  მუხლი 61

„მუხლი 61 . კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების  მთ. სპეციალისტი (IT სპეციალისტი)

1) კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების  მთ. სპეციალისტი (IT სპეციალისტი)დადგენილი წესით უზრუნველყოფს :

ა) IT სისტემების მართვის სტრატეგიის შემუშავებას;

ბ) ახალ წერტილებში ინტერნეტის გაყვანის უზრუნველყოფა

გ) ქსელის სერვისების ადმინისტრირება

დ) კომპიუტერული ტექნიკის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

ე) მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

8. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის  მუხლი 71

„მუხლი 71. მთ. სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში“

1. მთ. სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) გამგებლის, გამგეობის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;

გ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;

დ) გამგეობის მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას;

ე) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური