1. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენისა და მისი მწვრთნელის წახალისების მიზნით ფინანსური დახმარება გაიცემა ერთჯერადად.

2. სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, რომელიც უნდა წარმოადგინოს სპორტსმენმა და/ან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა და/ან ჩემპიონატის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ.

ბ) სპორტსმენის/მწვრთნელის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ჩემპიონატში საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სპორტსმენის/მწვრთნელის პირადი ანგარიში – საბანკო რეკვიზიტები. არასრულწლოვნის შემთხვევაში სპორტსმენის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები და არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა ან კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) სამსახურებრივი ცნობა მწვრთნელის მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში საქმიანობის განხორციელების შესახებ;

ვ) ამონაწერი განცხადების შემოტანის მომენტისათვის ბოლო 6 თვის განმავლობაში სპორტსმენის ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ; იძულებით გადაადგილებულ პირთა შემთხვევაში: „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობა“, რომლის თანახმად რეგისტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტში;

ზ) მინდობილობა, საჭიროების შემთხვევაში;

თ) გუნდის/ჯგუფის შემთხვევაში შესაძლოა ანგარიშსწორება განხორციელდეს გუნდის/ჯგუფის ერთ-ერთი წევრის საბანკო ანგარიშზე, ფინანსური დახმარების მიმღების ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი თანხმობის წერილის საფუძველზე, რომელსაც თანდართული ექნება გუნდის სხვა წევრების და მათი მშობლების თანხმობის დამადასტურებელი ხელმოწერები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით პირად საბანკო ანგარიშზე.

4. განცხადება წარმოდგენილ უნდა იქნეს ფინანსური დახმარების გაცემის საფუძვლის დადგომიდან 3 თვის ვადაში. ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადება არ განიხილებ