1. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენისა და მისი მწვრთნელის წახალისების მიზნით ფინანსური დახმარება გაიცემა ერთჯერადად.
2. სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) სპორტსმენის/მწვრთნელის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ჩემპიონატში საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) სპორტსმენის/მწვრთნელის პირადი ანგარიში – საბანკო რეკვიზიტები. არასრულწლოვნის შემთხვევაში –სპორტსმენის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები და არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა ან კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. ფინანსური დახმარების გაცემა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით