1. ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების ფინანსური დახმარების გაცემის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ასპინძის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებზე და მათ მწვრთნელებზე ფინანსური დახმარების გაცემის პირობებსა და წესს.

2. წესის მიზანია სპორტის სხვადასხვა სახეობაში დაკავებული ბავშვების, ახალგაზრდებისა და მათი მწვრთნელების წახალისება და მოტივაციის ამაღლება ფინანსური დახმარების გაცემის გზით, რაც ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.

3. ფინანსური დახმარება გაიცემა სპორტის დარგში წარმატებულ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებზე.

4. დაფინანსება  ხორციელდება  ასპინძის  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის  პროგრამის „სპორტის განვითარების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამა „სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 05 01 01) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.
თავი II
ფინანსური დახმარების სამიზნე ჯგუფები და ფინანსური დახმარების ოდენობ