მუხლი 7. პროგრამის განხორციელება და ადმინისტრირება
თავი III — პროგრამის ადმინისტრირება, ანგარიშსწორების წესი და ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის, საფინანსო-საბიუჯეტო და ადმინისტრაციული სამსახურები.
2. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისება ფინანსური დახმარების გაცემის გზით განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სამსახურის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის საფუძველზე
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დამსახურებული მასწავლებლის, სტუდენტი დედების, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების და წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 7, №31, 08.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.140.016521 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.01.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5994369/muxli-7-2/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია