1. ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სპორტის დარგში წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების 2026 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს ბორჯომში რეგისტრირებული და ბორჯომის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებზე და მათ მწვრთნელებზე ფინანსური დახმარების გაცემის პირობებსა და წესს.

2. წესის მიზანია სპორტის სხვადასხვა სახეობაში დაკავებული ბავშვების, ახალგაზრდებისა და მათი მწვრთნელების წახალისება და მოტივაციის ამაღლება ფინანსური დახმარების გაცემის გზით, რაც ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.

3. ფინანსური დახმარება გაიცემა 2026 წელს სპორტის დარგში იმ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებზე, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს სახელმწიფო უწყებების - სპორტის სამინისტროს, აგრეთვე სამინისტროს მიერ დაფუძნებული და/ან აღიარებული იურიდიული პირების მიერ ორგანიზებულ, მხარდაჭერილ ეროვნულ შეჯიბრებებში.

4. დაფინანსება ხორციელდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ახალგაზრდობის ხელშეწყობა (დახმარება)“ (კოდი 05 02 06) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.
თავი II
ფინანსური დახმარების სამიზნე ჯგუფები და ფინანსური დახმარების ოდენო