1. პედაგოგს/ქორეოგრაფს, რომლის მოსწავლეც/მოსწავლეებიც გახდება/გახდებიან პრიზიორები, როგორც საქართველოში გამართულ, ასევე საერთაშორისო კონკურსებზე და ფესტივალებზე, გადაეცეთ ფინანსური დახმარება მონაწილისათვის განსაზღვრული ფინანსური დახმარების 80% ოდენობით,2. გუნდის/ანსამბლის შემთხვევაში ფინანსური დახმარება გადაეცემა გუნდისთვის/ანსამბლისთვის განსაზღვრული ფინანსური დახმარების 20% ოდენობით.

3. ფინანსური დახმარება გადაეცემათ მხოლოდ იმ პედაგოგებს, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში და რომელთა მიერ მომზადებულმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა მოსწავლე-ახალგაზრდებმა დაიკავეს როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე საერთაშორისო კონკურსებზე და ფესტივალებზე დადგენილებით განსაზღვრული საპრიზო ადგილები.

4. პედაგოგს/ქორეოგრაფს რომლის მოსწავლემაც ერთსა და იმავე ეროვნულ ან საერთაშორისო კონკურსზე დაიკავა ერთზე მეტი საპრიზო ადგილი, გადაეცეს ერთი სრული ფინანსური დახმარება და დანარჩენ შემთხვევაში სრული ფინანსური დახმარების 20%.
თავი III
პროგრამის ადმინისტრირება, ანგარიშსწორების წესი და ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაც