1. ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტებისა და ერუდირებული ახალგაზრდების 2026 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებულ სტუდენტებზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელ ახალგაზრდებზე ფინანსური დახმარების გაცემის წესს.
2. წესის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების (ბაკალავრი) და ერუდირებული ახალგაზრდების წახალისება ფინანსური დახმარების გაცემის გზით.
3. დაფინანსება ხორციელდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ახალგაზრდობის ხელშეწყობა (დახმარება)“ (კოდი 05 02 06) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან