1. ფინანსური დახმარება შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ ყველა კრიტერიუმს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში უფიქსირდება არანაკლებ 9 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

გ) არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის ან ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის I-IV კურსის სტუდენტი;

დ) განცხადების შემოტანის მომენტისათვის ბოლო განვლილი სემესტრის ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91 ქულა.

2. ფინანსური დახმარება ერთ წარმატებულ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს 2000 (ორი ათასი) ლარს.

3. ფინანსური დახმარება გაიცემა იმ პირზეც, რომელსაც სასწავლო წლის ბოლო სემესტრის ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91 ქულა, თუმცა განცხადების შემოტანის მომენტისთვის დასრულებული აქვს ბაკალავრის საფეხური