1.  სწავლის საფასურის თანადაფინანსება შეიძლება გაიცეს სტუდენტზე/სტუდენტებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში უფიქსირდება არანაკლებ 9 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

გ) არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;

დ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.

ე)  არის მრავალშვილიანი ოჯახის წევრი.

2.  სწავლის საფასურის თანადაფინანსება ერთ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარს.

3. სტუდენტს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატ