1. პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის, საფინანსო-საბიუჯეტო და ადმინისტრაციული სამსახურები.

2.  დამსახურებული მასწავლებლის  წახალისება ფინანსური დახმარების გაცემის გზით განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სამსახურის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათისა და მე-5 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაციის საფუძველზე.

დანართი №2

ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტუდენტი დედების, მრავალშვილიანი ოჯახის  წევრი სტუდენტების, წარმატებული სტუდენტების და ერუდირებული ახალგაზრდების ფინანსური დახმარების გაცემის წესი
თავი I
ზოგადი დებულება