წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა)  ზოგადი განათლება – განათლება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მომზადება;

ბ) ზოგადი განათლების სისტემა – ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების, მათი განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, იმ სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ზოგადი განათლების მიღებას;

გ) მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთ საგანს მაინც ასწავლის;

დ)დამსახურებული მასწავლებელი – ასპინძის მუნიციპალიტეტის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული მასწავლებელი, რომელსაც თანამედროვე მეთოდებით, კრეატიულობით, ინოვაციური მიდგომებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოსწავლეთა აღზრდაში, მათი ცხოვრებისეული პრინციპების ფორმირებაში, საკუთარი პიროვნული მაგალითით და ლიდერული თვისებებით განსაკუთრებული დამსახურება აქვს მოსწავლეთა მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში,  სასკოლო თემის განვითარებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში და განათლების ხარისხის ამაღლებაში.

ე) მასწავლებლის ეროვნული დღე – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშო მწერალისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე – 27 ოქტომბერი;

ვ) ფინანსური დახმარება – ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დამსახურებული მასწავლებლისათვის  ერთჯერადი ფულადი გასაცემელი.
თავი II
კანდიდატურის წამოყენების წესი, პირობები და ფინანსური დახმარების ოდენო