წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უნივერსიტეტი – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს;
ბ) სასწავლო უნივერსიტეტი – საქართველოს ტერიტორიაზე აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს (გარდა დოქტორანტურისა);
გ) სტუდენტი – უნივერსიტეტის /სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, რომელსაც ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში უფიქსირდება არანაკლები 9 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
დ) სტუდენტი დედა – საქართველოს მოქალაქე, რომელიც არის უნივერსიტეტის/სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, ფაქტობრივად ცხოვრობს ასპინძის მუნიციპალიტეტში და განცხადების შემოტანის მომენტისთვის არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ჰყავს 14 წლის ასაკამდე არასრულწლოვანი შვილი;
ე) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტი – საქართველოს მოქალაქე, უნივერსიტეტის /სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, რომელსაც ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში უფიქსირდება არანაკლები 9 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) სტატუსის მქონე ოჯახის წევრი;
ვ) წარმატებული სტუდენტი – ბაკალავრის სტუდენტი, რომელსაც სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91–100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი);
ზ) ფინანსური დახმარება – ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან სტუდენტი დედის, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების, წარმატებული სტუდენტების, სწავლის საფასურის თანადაფინანსება სემესტრულად და ინტელექტჩემპიონატ „ეტალონი“ გამარჯვებულისათვის ერთჯერადი ფულადი გასაცემელი;
თ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი – სტუდენტი, რომელსაც გავლილი აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი სხვა საფუძვლით.
თავი II
ფინანსური დახმარების სამიზნე ჯგუფები და ფინანსური დახმარების ოდენო