1. სწავლის საფასურის თანადაფინანსება შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

გ) ფაქტობრივად ცხოვრობს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

დ) არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;

ე) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი;

ვ) ჰყავს 14 წლამდე ასაკის  შვილი (შვილები).

2.  სწავლის საფასურის თანადაფინანსება ერთ სტუდენტ დედაზე სემესტრში შეადგენს 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარს.

3. სტუდენტს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი