1. მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების აღნიშვნამდე არაუგვიანეს 30 დღისა დამსახურებული მასწავლებლისათვის ფინანსური დახმარების გასაცემად ასპინძის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი ასპინძის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) მომართვა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე დამსახურებული მასწავლებლის კანდიდატის წარდგენის შესახებ;
ბ) მასწავლებელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ამონაწერი მასწავლებლის ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ;
დ) ასპინძის მუნიციპალიტეტში მასწავლებლის ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) მასწავლებლის პირადი საბანკო ანგარიში – საბანკო რეკვიზიტები.
2. ფინანსური დახმარების გაცემა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით