1. ასპინძის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული, ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დამსახურებული მასწავლებლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს დამსახურებულ მასწავლებელზე ფინანსური დახმარების გაცემის წესს.
2. წესის მიზანია მასწავლებლის წახალისება ფინანსური დახმარების გაცემის გზით.
3. დაფინანსება ხორციელდება ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის „ახალგაზრდული ორგანიზაციების დაფინანსება“ (კოდი 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან