1. 50 და 70-პროცენტიანი გრანტით ჩარიცხული სტუდენტთა თანადაფინანსება.

1.1. პროგრამა ითვალისწინებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტების დაფინანსებას, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 50 და 70-პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

1.2. დაფინანსება ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ტყიბულის მუნიციპალიტეტი.

1.3. დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება სასწავლო წლის განმავლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად სტუდენტის გადასახდელი თანხის გათვალისწინებით (ყოველ სემესტრში), მაგრამ არაუმეტეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის (2250 ორი ათას ორას ორმოცდაათი ლარი) 30%.

1.4. პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტის დაფინანსებას, რომლის აკადემიური მოსწრება წინა სემესტრის  მონაცემით არის 51 ქულიდან 100 ქულამდე, ხოლო პირველი კურსის პირველი სემესტრის შემთხვევაში – გრანტის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

1.5. პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია:

ა) განცხადება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში).

დ) ცნობა სასწავლებლიდან, რომელშიდაც მითითებული იქნება: საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება, სემესტრი, სტუდენტის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასების შესახებ (100-ქულიანი სისტემიდან), სასწავლო წლის განმავლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასური, რა ოდენობის გრანტით სარგებლობს სტუდენტი, სტუდენტის გადასახდელი თანხის ოდნობა.

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი).

1.6. პროგრამით ისარგებლებენ 2024-2025 წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 50 და 70-პროცენტიანი გრანტის მფლობელი სტუდენტები.

2. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ომის ვეტერანების და ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირების შვილების/შვილიშვილების სწავლის დაფინანსების პროგრამა.

2.1. პროგრამა ითვალისწინებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ომის ვეტერანებისა და ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირების შვილების/შვილიშვილების სწავლის დაფინანსების პროგრამას.

2.2. დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება სასწავლო წლის განმავლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად სტუდენტის გადასახდელი თანხის გათვალისწინებით (ყოველი სემესტრში), მაგრამ არაუმეტეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის (2250 ორიათასორასორმოცდაათი ლარი) 50 %.

2.3. პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტის დაფინანსებას, რომლის აკადემიური მოსწრება წინა სემესტრის  მონაცემით არის 51 ქულიდან 100 ქულამდე, ხოლო პირველი კურსის პირველი სემესტრის შემთხვევაში – სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

2.4. პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია:

ა) განცხადება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ომის ვეტერანისა და ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სტუდენტის დაბადების მოწმობა, მშობლის დაბადების მოწმობა (საჭიროების შემთხვევაში);

ე) ცნობა სასწვლებლიდან, რომელშიდაც მითითებული იქნება: საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება, სემესტრი, სტუდენტის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასების შესახებ (100-ქულიანი სისტემიდან), სასწავლო წლის განმავლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასური, რა ოდენობის დაფნანსებით სარგებლობს სტუდენტი, სტუდენტის გადასახდელი თანხის ოდნობა;

ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი).

2.5. პროგრამით ისარგებლებენ 2024 წლის და შემდგომი წლების სტუდენტები.

3. 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტების დაფინანსება.

3.1. პროგრამით ისარგებლებს ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულები.

3.2. დაფინანსება ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ტყიბულის მუნიციპალიტეტი.

3.3. დაინტერესებულმა პირებმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან;

დ) ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ;

ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.

3.4. დაფინანსება განისაზღვრება ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

თავი II

სოციალური დახმარების ორგანიზება და ადმინისტრირე