1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნის, გაცემის და ამ პროცესებზე სამეჯმენტო კონტროლს უზრუნველყოფს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში – სამსახური).
2. სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში სამსახურის მიერ მზადდება ბრძანების პროექტი მერისათვის წარსადგენად, გარდა ამ წესის მე-9; მე-11; მე-13 და მე-15 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევებისა. შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ სამსახური მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.
3. ამ წესის მე-9; მე-11; მე-13 და მე-15 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, შემოწმების შემდეგ სრულყოფილი დოკუმენტაციის არსებობისას განცხადებას განიხილავს სოციალური დახმარების გამცემი კომისია.
4. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბავშვების სრულწლოვანების დადგენა, სარეიტინგო ქულის ცვლილება და ა.