პროგრამა ითვალისწინებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები 2-დან 16 წლამდე ICD10 პროგრამის ვალიდური დიაგნოზის მქონე ბენეფიციარების სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსებას, რომლებიც რეაბილიტაციას გაივლიან ტყიბულის მუნიციპალიტეტში განთავსებულ შესაბამის დაწესებულებაში, რომელსაც შესაბამის სფეროში აქვს არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება და წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი შემადგენლობით: მულტიდისციპლინურ-ინტერდისციპლინური გუნდის ნევროლოგი, ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, ფიზიკური თერაპევტი.

1. პროგრამით ისარგებლებენ:

1.1. განვითარების ზოგადი აშლილობა  (F84.0-F84.9) ჯგუფის შემდეგი დიაგნოზები:

ა) F84.0  ბავშვთა აუტიზმი;

ბ) F84.1 ატიპიური აუტიზმი;

გ) F84.2 რეტის სინდრომი;

დ) F84.3  ბავშვთა სხვა დეზინტეგრაციული აშლილობა;

ე) F84.5 ასპერგერის სინდრომი;

ვ) F84.8  განვითარების სხვა  ზოგადი აშლილობანი;

ზ) F84.9 განვითარების ზოგადი აშლილობა დაუზუსტებელი.

2.2. სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა  (F78.0-F78.9)  ჯგუფის შემდეგი დიაგნოზები:

ა) F78.0   სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა.ქცევის აშლილობა არ არსებობს ან მინიმალურია;

ბ) F78.1 სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა.არსებობს ქცევის  მნიშვნელოვანი აშლილობა, რომელიც მოითხოვს ყურადღებას და მკურნალობას;

გ) F78.8 სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა. სხვა ქცევითი აშლილობანი;

დ) F78.9  სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა. განუსაზღვრელი  ქცევითი აშლილობა.

2. პროგრამით სარგებლობისათვის ბენეფიციარის კანონიერმა წარმომადგენელმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის ან/და დაბადების მოწმობის ასლი;

გ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა N100, რომელშიც მითითებული იქნება პროგრამისთვის ვალიდური დიაგნოზები ICD10-ს მიხედვით;

3. დაფინანსება განისაზღვრება პროგრამაში ჩართული ბენეფიციარის თვეში მიღებული მომსახურების (სარეაბილიტაციო კურსი – 10 საათი) თანხის ანაზღაურებას არაუმეტეს 220 ლარისა, ან ფაქტობრივი მომსახურების შესაბამისად ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით.

3.1. თვეში 10 საათის სარეაბილიტაციო კურსის განსაზღვრის შემთხვევაში სეანსების რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 7 ვიზიტს.

4. ბენეფიციარი არასაპატიო მიზეზით მინიმალურზე ნაკლები რაოდენობის სეანსების მიღების შემთხვევაში იღებს მომსახურების შეწყვეტაზე წერილობით გაფრთხილებას, ხოლო განმეორებით შემთხვევაში, სერვისის მიმწოდებლის მიერ შეუწყდება ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება. გამომდინარე აქედან, ჩატარებული სეანსების ანაზღაურება მოხდება სერვისის მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯის შესაბამისად.

5. პროგრამით სარგებლობის დროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია ბენეფიციარზე სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად გასცემს ადმინისტრაციულ დაპირებას, რომლის გამოყენების ვადა განისაზღვრება გაცემიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით.

6. დაფინანსების გადარიცხვისთვის სამედიცინო დაწესებულებამ შესრულებული სამუშაო უნდა წარმოადგინოს რეაბილიტაცია/აბილიტაციის კურსის ჩატარებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაშ