1. პროგრამით მოსარგებლები არიან 2-დან 16 წლამდ ასაკის ბავშვები, რომელთა ძირითადი დიაგნოზია (,,ICD-10”) კლასიფიკაციის მიხედვით განსაზღვრული განვითარების ზოგადი აშლილობები (F84.0) (,,F84.9”), - ქვეპროგრამაში ჩართვის შემთხვევაში ბენეფიციარის დიაგნოზი განსაზღვრული უნდა იყოს ,,ADOS-2“ ტესტირების სადიაგნოსტიკო კვლევის შედეგების საფუძველზე.
2. ქვეპროგრამა მოიცავს ბავშვის მოტორულ, შემეცნებით, სოციალური განვითარების, თვითმოვლის და დამამშვიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობას. რამდენიმე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ნევროლოგი,ქცევითი თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი დასხვა) მიერ ინდივიდუალური წლიური გეგმის შესაბამისად მოსარგებლისათვის სეანსის მიწოდებას.
3. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ქვეპროგრამით მოსარგებლის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმაNIV-100ა), რომელშიც მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისათვის აუცილებელი, სადიაგნოსტიკო კვლევის შედეგები. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
დ) თითოეული მოსარგებლის მომსახურების წლიური ლიმიტი განისაზღვროს 3000 (სამი ათასი) ლარი.
4. თანხა ჩაერიცხება მომსახურე სამედიცინო დაწესებულების/ორგანიზაციის საბანკო რეკვიზიტზე მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (ბრძანება) საფუძველზ