1. სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს.

2. მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში  რეგისტრაციისას, წერილობით  განცხადებაზე ასლების სახით თანდართული  ყველა  დოკუმენტი ადმინისტრაციული სამსახურის  პასუხისმგებელი თანამშრომლის  მიერ უნდა  შედარდეს  დედანთან. წარმოდგენილი  პირველადი დოკუმენტაციის  სისწორეზე  პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მერია. მერიაში შემოსული ყველა განცხადება  თანდართული დოკუმენტაციითურთ მათ შესასწავლად  და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე შესაბამისი ბრძანების პროექტის მოსამზადებლად ეგზავნება სოციალური და ჯანდაცვის სამსახურ