1. სამსახური  სოციალური  დახმარების  გაცემის  საკითხის  განხილვისას  ხელმძღვანელობს  საქართველოსზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  მე-6  თავით  გათვალისწინებული  მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

2. სოციალური  დახმარების  გაცემის  საკითხის  გადაწყვეტა  ხდება  მკაცრად,  ინდივიდუალურად,  ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.

3.  სამსახური  უზრუნველყოფს  ყოველთვიური  დახმარების  მიმღებთა  ოჯახებში  მომხდარი  ცვლილებების სისტემატურ  შემოწმებას,  რის  საფუძველზეც  შეაქვს  შესაბამისი  შესწორებები  (დახმარების  დანიშვნა გაუქმება,  შეწყვეტა,  აღდგენა)  ბენეფიციართა  საქმეში.  ცვლილებებში  იგულისხმება  ბენეფიციართა  ახალი ოჯახების  გამოვლენა  ან  გაუქმება,  ოჯახის  წევრთა  მატება-კლება,  ბავშვების  სრულწლოვანების დადგენა,  სტიქიური  მოვლენების  შედეგად  დაზარალებული და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახის  საცხოვრებელი სახლების გამოლენა, აღრიცხვა და ა.შ.

4.  ყოველთვიური  ინფორმაცია  დახმარების  დანიშვნის  ან  შეწყვეტის  შესახებ,  დასკვნის  სახით, სამსახურის  უფროსის  მიერ  ეგზავნება  მუნიციპალიტეტის  მერს  ხელმოსაწერად  კონტინგენტის მონაცვლეობის სიებთან ერთად