1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ არემატება 250 000-ს ერთეულს.
2. ქვეპროგრამის მოსარგებლის სამედიცინო მომსახურების ხარჯი განისაზღვროს არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარით, გარდა გულის და/ან კორონალური არტერიების ანგიოგრაფიის.
3. გულისა და/ან კორონალური არტერიების ანგიოგრაფიის მომსახურების ხარჯი განისაზღვროს არაუმეტეს 800 (რვა ასი) ლარით.
4. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N IV-100/ა, ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) სამედიცინო მომსახურების შესახებ
დ) ცნობა ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება საპენსიო ასკის მოქალაქეებზე, ბავშვებსა და შშმ პირებზე.
6. თანხა ჩაერიცხება მომსახურე სამედიცინო დაწესებულებას საბანკო რეკვიზიტზე მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (ბრძანება) საფუძველზ