1. მუნიციპალიტეტის მერის მიერ თანადაფინანსებას ექვემდებარება სოციალური პრობლემების გადაწყვეტის მიზნით  იურიდიული  პირების მიერ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი წარმოდგენილი პროექტები/პროგრამები.

2. პროექტის თანადაფინანსებისთვის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი მოთხოვნა თანადაფინანსებაზე;

ბ) თანადაფინანსების მომთხოვნის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია;

გ) დასაფინანსებელი პროგრამა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა;

დ)  პროგრამის მონაწილე პირთა რაოდენობა და ბენეფიციართა შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საჭიროების შემთხვევაში).

3. თანხა ჩაირიცხება იურიდიული პირის საბანკო რეკვიზიტებზე მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზ