1. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ  მეტყველების დარღვევათა კორექციის  სამედიცინო მომსახურებაზე დაფინანსებას მიიღებენ 0-დან 18 წლამდე ასაკის პირები

2. დახმარების მისაღებად  ბენეფიციარის კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა № IV-100/ა და ანგარიშ-ფაქტურა;

დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

3. სამედიცინო მომსახურების თანხა თითოეულ ბენეფიციარზე  წელიწადში განისაზღვროს არაუმეტეს 1800 (ათას რვაასი) ლარით;

4. თანხა ჩაირიცხება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, მომსახურე სამედიცინო დაწესებულების/ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისა