1. ქვეპროგრამის მოსარგებლები არიან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები, რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დიალიზის კურსის ჩატარებას.

2. ქვეპროგრამის მოსარგებლე მიიღებს ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარს მგზავრობის ღირებულების ასანაზღაურებლად.

3. დახმარების დასანიშნად ქვეპროგრამის მოსარგელემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა დიალიზის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ;

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები;

4. ბენეფიციარები, რომლებიც სარგებლობენ ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარებით, მათზე ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნა არ ვრცელდება.

5. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზ