1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/დროებით რეგისტრაციის მქონე თირკმლის უკმარისობით დაავადებული მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე ან პერიტონეულ დიალიზზე, მიიღებენ სოციალურ დახმარებას 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებას ბენეფიციარები მიიღებენ წელიწადში 4-ჯერ, კვარტალში ერთხელ, 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების მიღებისას მხედველობაში მიიღება ბენეფიციარისათვის ჰემოდიალიზის პროცედურის დანიშვნის თარიღი.

4. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: პროგრამით მოსარგებლე პირი, მისი ოჯახის წევრი ან კანონიერი წარმომადგენელი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი;

დ) მოსარგებლის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ე) მოსარგებლის/კანონიერი წარმომადგენელის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

5. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარზ