1. ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებად განისაზღვროს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახები და ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ოჯახები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები წელიწადში ორჯერ, სააღდგომოდ და საახალწლოდ, უზრუნველყოფილნი იქნებიან სასურსათო პაკეტებით. თითოეული სასურსათო პაკეტის ღირებულება განისაზღვრება არაუმეტეს 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება ან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დროებით რეგისტრირებულ, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა (ოჯახების) მონაცემების შესახებ;

ბ) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ჰუმანიტარული სტატუსით მოსარგებლის დროებითი ბინადრობის მოწმობის ასლი;

ე) ცნობა/დამადასტურებელი დოკუმენტი, ჰუმანიტარული სტატუსით სარგებლობის შესახებ საქართველოში.

4. 2026 წელს, წინამდებარე მუხლით სარგებლობისთვის, განცხადებით მომართვას არ საჭიროებენ – ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბერის №26 დადგენილების, „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“-ის 24-ე მუხლით განსაზღვრული ბენეფიციარები/, რომლებიც სარგებლობდნენ 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობი