1. ამ წესის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ახალშობილთა ოჯახების დაფინანსება განხორციელდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან.
2. ამ წესის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ღარიბი ოჯახი არის - განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები პირი ან პირთა წრე, რომელიც ეწევა ერთობლივ შინასამეურნეო საქმიანობას და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ დონეზე ნაკლებია.
3. წინამდებარე წესის თითოეული მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოქალაქეთათვის სოციალური დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სოციალური დახმარების მიზნობრივად გაცემის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უფლებამოსილია, იმ შემთხვევაში, თუ სხდომას ესწრება ხმის მიცემის უფლების მქონე წევრთა არანაკლებ ნახევარზე მეტი.
4. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შემთხვევაში გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება.
5. 2025 წელს გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე აღებული ფინანსური ვალდებულებების დაფარვა შესაძლოა განხორციელდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან.
6. ამ წესის წინამდებარე მუხლებით გათვალისწინებულ ყველა შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერში, ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა მინიჭებული უნდა იყოს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
7. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, წინამდებარე წესის ფარგლებში არ ფინანსდება შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურებები:
ა) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;
ბ) სანატორიულ-კურორტული მკურნალობა;
გ) ესთეტიკური, კოსმეტიკური და პლასტიკური ქირურგია, გარდა მხედველობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემის აღმოსაფხვრელად რეკომენდირებული რეფრაქციული ქირურგიისა (მხედველობის ლაზერული კორექცია);
დ) საზღვარგარეთ ჩასატარებელი/ჩატარებული სამედიცინო მომსახურება;
ე) ფიზიოთერაპია (სამკურნალოდ, პროფილაქტიკის და რეაბილიტაციის მიზნით), გარდა ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
8. წინამდებარე წესის თითოეული მუხლით (გარდა მუხლი 8-ით, მუხლი 9-ით, მუხლი 17-ით, მუხლი 20-ით, მუხლი 21-ით, მუხლი 22-ით, მუხლი 23-ით და მუხლი 24-ით მოსარგებლე ბენეფიციარებისა და 2026 წელს დაბადებული არასრულწლოვანი ბავშვების შემთხვევისა) მოსარგებლე ბენეფიციარებად განისაზღვროს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ამ წესის ძალაში შესვლის დღემდე რეგისტრირებული მოქალაქეები.
9. 0-18 წლამდე ასაკის ბენეფიციართათვის, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ არის სავალდებულო იმ შემთხვევაში, თუ ამ წესით გათვალისწინებული ბენეფიციარის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებულია, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთიანი ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამაში.
10. ამ წესის მიზნებისათვის, ბენეფიციარებად, გარდა ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეებისა, განისაზღვრებიან ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებითი რეგისტრაციის მქონე იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები (ოჯახები