1. ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებად განისაზღვროს:
ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა პენსიონერები, რომელთაც არ ჰყავთ საკვების მიმწოდებელი;
ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთაც არ აქვთ საკვების შეძენის საშუალება ან/და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მოქმედი სარეიტინგო ქულით არაუმეტეს 75000;
გ) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №26 დადგენილების, „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“-ის 21-ე მუხლით განსაზღვრული პირები, რომლებიც 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სარგებლობდნენ ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის უფასო სასადილოს მომსახურებით.
2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი ან დაბადების მოწმობის ასლი არასრულწლოვანის შემთხვევაში;
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ამ მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შემთხვევაში);
ე) არასრულწლოვანის შემთხვევაში რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
3. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის მოხსენებითი ბარათი, ბენეფიციარებისათვის სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები, უზრუნველყოფილნი იქნებიან ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის უფასო სასადილოში კვებით ყოველდღიურად, შაბათ-კვირის ჩათვლით, ერთჯერადად (გარდა 1-ლი და 2 იანვრისა).
5. ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის უფასო სასადილოს ბენეფიციართა ოჯახები, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სააღდგომოდ ერთჯერადად მიიღებენ 100 (ასი) ლარს, ხოლო საახალწლოდ, ერთჯერადად მიიღებენ 150 (ასორმოცდაათი) ლარს.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს უფლება აქვთ ისარგებლონ კუთვნილი მზა საკვებით ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის უფასო სასადილოში კვებით, ან საკვების გატანით.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს, რომლებსაც შეზღუდული აქვთ გადაადგილების შესაძლებლობა ისარგებლებენ ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის უფასო სასადილოს საკვების ბინაზე მიტანის სერვისით.
8. უფასო სასადილოს საკვების ბინაზე მიტანის სერვისით სარგებლობისათვის, წარმოდგენილ უნდა იქნეს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №IV-100/ა, რომლითაც შესაძლებელია დადასტურდეს ბინაზე მიტანის სერვისის საჭიროების აუცილებლობა.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ სერვისს ახორციელებს ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“.
10. ბენეფიციარს ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის უფასო სასადილოს მომსახურებით სარგებლობის უფლება შეუწყდება:
ა) გარდაცვალების შემთხვევაში;
ბ) რეგისტრაციის ადგილის ცვლილების შემთხვევაში;
გ) ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ისეთი ცვლილების შემთხვევაში, როდესაც იგი ვეღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს;
დ) პირადი განცხადების საფუძველზე;
ე) ზედიზედ ორი თვის განმავლობაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში.
11. ბენეფიციარს ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის უფასო სასადილოს მომსახურებით სარგებლობის უფლება შეუჩერდება არაუმეტეს ორი თვით, პირადი განცხადების ან შეტყობინების საფუძველზე.
12. ბენეფიციარის ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის უფასო სასადილოს მომსახურებით სარგებლობის უფლების შეჩერებაზე გადაწყვეტილებას იღებს ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის დირექცია, რის თაობაზეც წერილობით აცნობებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია