1. ამ მუხლით გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებას მიიღებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის შშმ პირები:

ა) მკვეთრად გამოხატული შშმ პირები;

ბ) მხედველობით მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შშმ პირები დახმარებას მიიღებენ ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო 3 დეკემბრისთვის (შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით) ერთჯერადად მიიღებენ დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შშმ პირები დახმარებას მიიღებენ ყოველ კვარტალურად 100 (ასი) ლარის ოდენობით, ხოლო 3 დეკემბრისთვის (შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით) ერთჯერადად მიიღებენ დახმარებას 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

4. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: შშმ პირი/მისი ოჯახის წევრი ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი)  ან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ შშმ პირთა შესახებ;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შშმ პირის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) შშმ პირად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) შშმ პირის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

5. იმ შემთხვევაში, თუ შშმ პირად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტით არ დასტურდება შშმ პირის ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქ/პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიისადმი კუთვნილების ფაქტი, დამატებით უნდა იქნეს წარმოადგენილი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №IV100/ა, შესაბამისი ფაქტის დასადასტურებლად.

6. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

7. 2026 წელს, წინამდებარე მუხლით სარგებლობისთვის, განცხადებით მომართვას არ საჭიროებენ - ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბერის №26 დადგენილების, „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის’’ მე-17 მუხლის, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მოსარგებლე პირები. აღნიშნულთან დაკავშირებული ინფორმაციის მოწოდება მოხდეს, მოხსენებითი ბარათით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შესაბამის ადმინისტრაცი