ამ მუხლით გათვალისიწინებულ ფულად სოციალურ დახმარებას მიიღებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ომის ვეტერანები:
ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შშმ პირები (კოდი: 311);
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები (კოდი: 312);
გ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შშმ პირები (კოდი: 211);
დ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები (კოდი: 212);
ე) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანები, რომლებსაც ომამდე ჰქონდათ მინიჭებული მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირების სტატუსი (კოდი: 300);
ვ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილე ვეტერანები, რომლებსაც ომამდე ქონდათ მინიჭებული მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირის სტატუსი (კოდი: 200).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შშმ ვეტერანები ყოველთვიურად მიიღებენ 150 (ასორმოცდაათი) ლარს, კომუნალური და ყოფითი ხარჯების დასაფარად, ხოლო 17 ოქტომბერს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დღესთან დაკავშირებით ერთჯერადად მიიღებენ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შშმ ვეტერანები/შშმ პირები ყოველთვიურად მიიღებენ 100 (ასი) ლარს, კომუნალური და ყოფითი ხარჯების დასაფარად, ხოლო 17 ოქტომბერს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დღესთან დაკავშირებით ერთჯერადად მიიღებენ 200 (ორასი) ლარს.
4. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) მოქალაქის განცხადება ან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა ან ვეტერანთა, რომლებსაც ომამდე ჰქონდათ მინიჭებული შშმ პირის სტატუსი, მონაცემების შესახებ;
ბ) ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ვეტერანის მოწმობის ასლი;
დ) შშმ პირად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვეტერანი, რომელსაც ომამდე ჰქონდა მინიჭებული შშმ პირის სტატუსი);
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა, ვეტერანი, რომელსაც ომამდე ჰქონდა მინიჭებული შშმ პირის სტატუსი);
ვ) ვეტერანის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
5. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ვეტერანის პირად საბანკო ანგარიშზ