1.
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დღესთან დაკავშირებით, ერთჯერად სოციალურ დახმარებას, 200 (ორასი) ლარის ოდენობით, მიიღებენ შემდეგი კატეგორიის ომის ვეტერანები:

ა)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები (კოდი: 311; 312).
ბ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სხვა ტერიტორიული ბრძოლების მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები (კოდი: 211; 212).
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა მონაცემების შესახებ.
ბ)
ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი.
გ)
ვეტერანის მოწმობის ასლი.
დ)
ვეტერანის საბანკო ანგარიშის ნომერი.
3.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე