1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ – სამუსიკო, სამხატვრო და სასპორტო სკოლების მოსწავლეების სწავლის ღირებულება დაფინანსდება გადასახდელი თანხის 100%-ით. დაფინანსებას მიიღებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების შემდეგი კატეგორიის ბავშვები:
ა)
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ოჯახების შვილები;
ბ)
პირველი ჯგუფის ინვალიდთა შვილები;
გ)
დედით ან მამით ობოლი ბავშვები;
დ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილები;
ე)
მრავალშვილიან ოჯახთა შვილები (4 და მეტი შვილი);
ვ)
ავღანეთის ომის მონაწილეთა შვილები.
2.
ააიპ სამუსიკო და სამხატვრო სკოლების კონტინგენტის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსწავლის სწავლის ღირებულება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლაში" და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ახალციხის სამხატვრო სკოლაში", ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება 100%-ით. დაფინანსებას მიიღებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების შემდეგი კატეგორიის ბავშვები:
ა)
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ოჯახების შვილები;
ბ)
პირველი ჯგუფის ინვალიდთა შვილები;
გ)
დედით ან მამით ობოლი ბავშვები;
დ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილები;
ე)
მრავალშვილიან ოჯახთა შვილები (4 და მეტი შვილი);
ვ)
ავღანეთის ომის მონაწილეთა შვილები.
3.
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ მშობელთა შვილების სწავლის ღირებულება ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლაში, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის 2-ე პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი. აღნიშნული კატეგორიის მე- 4, მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეთა სწავლის ღირებულება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლაში" დაფინანსდება 10 (ათი) ლარის ოდენობით.
4.
განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:
ა)
წერილობითი განცხადება;
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი);
გ)
ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი);
დ)
ომის მონაწილის მოწმობა; (ასეთი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში);
ე)
ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი; (ასეთი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში);
ვ)
გარდაცვალების მოწმობა; (ასეთი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში);
ზ)
ლტოლვილის, ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა;
თ)
მრავალშვილიანმა ოჯახებმა უნდა წარმოადგინონ ოჯახის ყველა ბავშვის დაბადების მოწმობ
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 30.05.2016
მუხლი 7. ა(ა)იპ – სამუსიკო, სამხატვრო და სასპორტო სკოლების მოსწავლეთა სწავლის გადასახადის დაფინანსება
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 100%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 5. ა(ა)იპ – სამუსიკო, სამხატვრო და სასპორტო სკოლების მოსწავლეთა სწავლის გადასახადის დაფინანსება
- მუხლი 21. ა(ა)იპ – სამუსიკო და სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა სწავლის დაფინანსება
- მუხლი 27. ცნობად იქნეს მიღებული, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებისათვის“ გამოყოფილი ასიგნებებიდან სამუსიკო-სახელოვნებო სფერო დ
- მუხლი 85. საქართველოს სპორტის სამინისტროს კომპეტენცია სასპორტო უმაღლესი განათლების სფეროში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. მოსახლეობის სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დაფინანსება
- მუხლი 2. მოსახლეობის გეგმიური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება
- მუხლი 3. ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბენეფიციარების მკურნალობის დაფინანსება
- მუხლი 4. მოსახლეობის სამედიცინო მკურნალობის დაფინანსება
- მუხლი 5. სამედიცინო მომსახურებები, რომლებიც არ ფინანსდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან
- მუხლი 6. სოციალური დახმარება ახალშობილთა ოჯახებისთვის
- მუხლი 8. ა(ა)იპ – სამუსიკო, სამხატვრო და სასპორტო სკოლების მოსწავლეთა სწავლის დაფინანსება
- მუხლი 9. იძულებით გადაადგილებულ პირთა ,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება
- მუხლი 10. მემკვიდრის გარეშე დარჩენილი მარტოხელა მოქალაქეების სარიტუალო მომსახურება
- მუხლი 11. მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებული უსახლკაროთათვის სოციალური დახმარების გაწევა
- მუხლი 12. მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებული უსახლკაროთათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”, მუხლი 7, №50, 17.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016235 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3108269/muxli-7/