1 ახალქალქის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ – სამუსიკო სკოლებში, „სამხატვრო სკოლაში“ სწავლის ღირებულების 100%-ით დაფინანსდებიან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები შემდეგი კატეგორიის მოსწავლეები:
ა) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა შვილები;
ბ) შშმ ბავშვები;
გ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მრავალშვილიან მშობელთა (მშობლის) შვილები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი);
დ) დედით ან/და მამით ობოლი ბავშვები;
ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 100 000-ის ჩათვლით (რომელშიც ოჯახის ფაქტობრივი მისამართი მითითებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია).
2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: ერთ-ერთი მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები (დედით ან/და მამით ობოლი ბავშვების შემთხვევაში – ცოცხალი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი);
ე) ვეტერანის მოწმობის ასლი (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა და სხვა ტერიტორიული ბრძოლების მონაწილეთა შვილებისთვის);
ვ) შშმ პირად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (შშმ ბავშვის შემთხვევაში);
ზ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (მრავალშვილიან ოჯახთა შვილებისთვის);
თ) გარდაცვალების მოწმობის ასლი (დედით ან მამით ობოლი ბავშვებისთვის);
ი) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სოციალურად დაუცველ ოჯახთა შვილებისთვის