1. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ ვეტერანთა სარიტუალო მომსახურებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება 1000 ლარი.
2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: გარდაცვლილის ოჯახის წევრი ან სხვა უფლებამოსილი პირი);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) ვეტერანის მოწმობის ასლი;
ე) განმცხადებლისა და გარდაცვლილის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი ან უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
4. აღნიშნული ფულადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუ ვეტერანი გარდაცვლილია გასულ წელს და სარიტუალო მომსახურების თანხა ოჯახს ჯერ არ მიუღი