1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელდეს მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი მიცვალებულის სარიტუალო მომსახურების უზრუნველყოფა.
2. თითოეული მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი მიცვალებულის სარიტუალო მომსახურების უზრუნველსაყოფად განისაზღვროს არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარი.
3. მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილ მიცვალებულად ჩაითვალოს მიცვალებული, რომელიც ცხოვრობდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და რომელსაც გარდაცვალების შემდეგ არ დარჩა ოჯახის წევრი, ნათესავი ან სხვა დაინტერესებული (დამკრძალავი) პირი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მიცვალებულის სარიტუალო მომსახურება.
4. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება, მომართვა მერის სახელზე (ნებისმიერი დაინტერესებული პირი, უწყება, ორგანიზაცია);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი მიცვალებულის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
ე) განმცხადებლის ან სხავა დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზ