1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარიტუალო მომსახურება აუნაზღაურდებათ იმ პირებს, რომლებიც გაიღებენ მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯებს სარიტუალო მომსახურებისათვის.
2. თანხას მიიღებს პირი, რომელიც უზრუნველყოფს გარდაცვლილის დაკრძალვას.
3. დახმარების მისაღებად პირმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობა;
დ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიცვალებული არის მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი პირი (მოწმეების დადასტურებით).
4. დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობი