1. პროგრამით მოსარგებლეები არიან შშმ სტატუსის მქონე არასრულწლოვანი პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სპეციალიზებულ დაწესებულებებში (ე.წ. დღის ცენტრი).
2. დახმარება გაიცემა კონკრეტული საჭიროების შესახებ წარმოდგენილი კალკულაციის მიხედვით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და სპეციალიზებულ დაწესებულებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
3. მოქალაქემ დახმარების მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100/ა), რომელიც გაცემულია იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ, სადაც ხორციელდება სამედიცინო მომსახურება;
დ) ინფორმაცია მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან მომსახურების ღირებულების შესახებ;
ე) მოსარგებლის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორები