1. პროგრამით მოსარგებლე პირები არიან მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები, კერძოდ:
ა) ხანძრის, სტიქიის და/ან სხვა უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირები;
ბ) პირები, რომლებიც გახდნენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი.
2. მოქალაქემ დახმარების მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება.
3. მოსარგებლის ქირით უზრუნველყოფა მოხდება მცხეთის მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიულ ერთეულში, რომლის მაცხოვრებელიც იყო პროგრამით მოსარგებლე.
4. დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, პროგრამით მოსარგებლე პირს დაუფინანსდება საცხოვრებელი ფართის ქირის გადასახადი კომისიის მიერ დადგენილი ვადით, არაუმეტეს 6 თვისა.
5. ქირის საფასურის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 400 (ოთხასი) ლარი