1. ამ მუხლის შესაბამისად, დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრით და ხანძრით გამოწვეული შედეგებით დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადად 5000 (ხუთი ათასი) ლარამდე.
2. საცხოვრებელი სახლის დანგრევის ან მთლიანად განადგურების შემთხვევაში, საკრებულოს თანხმობით, შესაძლებელია დახმარების სახით გაიცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი თანხა არაუმეტეს 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა.
3. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ შედგენილი აქტი;
დ) საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი;
ე) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.
4. თუ განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ ხანძარი გამოწვეული იყო ოჯახის წვერის განზრახ ბრალით და/ან დაუდევრობით, კომისიის გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობება უარი განცხადების დაკმაყოფილებაზ