1. ერთჯერადი ფინანსური დახმარება წელიწადში ერთხელ გაიცემა პირებზე, რომლებიც უმუშევრობის, დაბალშემოსავლიანობის, მძიმე ავადმყოფობის, უსახლკარობის, მარტოხელა მოხუცებულობის ან სხვა მიზეზთა გამო და დადგენილი წესით მიმართავენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას.

2. ერთჯერადი ფინანსური დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;

გ) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის რეკომენდაცია იმ მაჟორიტარული ოლქიდან, რომელ ტერიტორიაზეც არის რეგისტრირებული პროგრამით მოსარგებლე მოქალაქე;

დ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

ე) პირადი საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. ერთჯრადი ფინანსური დახმარების ოდენობა არის 100 და /ან 200 ლარი.

4. კომისიის გადაწყვეტილება მოსარგებლის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე წარედგინება მერს.

5. მერი ხელს აწერს მოსარგებლეთათვის თანხის გადარიცხვის დოკუმენტს.

6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზ