1. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება მოხდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეაბამისად.

2. ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა);

გ) გაცემული დაფინანსების დოკუმენტის (საგარანტიო წერილი) ქსეროასლი;

დ) ფორმა №IV-100/ა, ასეთი ტიპის დოკუმენტის წარმოების შესაძლებლობის შემთხვევაში.

3. საგარანტიო წერილით განსაზღვრული თანხის ანაზღაურება მოხდება შესაბამისი სამედიცინო ან სხვა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი საფინანსო დოკუმენტაციის საფუძველზე.

4. იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლის მხრიდან მოხდება გამოყოფილი თანხის გადახდა, აღნიშნული თანხა აღარ ექვემდებარება ანაზღაურებას/დაფინანსება