1. პირმა, ოჯახის წევრმა და/ან მისმა წარმომადგენელმა სამედიცინო ან სხვა სოციალური საჭიროებისათვის ფინანსური დახმარების მისაღებად განცხადებით უნდა მიმართოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას (შემდგომში – მერია), რომელსაც თან უნდა ერთოდეს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა/პასპორტი ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;

ბ) მომსახურების მიმწოდებლის (მიმწოდებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეუძლია პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება) მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშფაქტურა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს კალკულაცია);

გ) სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა);

დ) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამების ან/და დაზღვევის ფარგლებში გაცემული მიმართვის/დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ქსეროასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ პროგრამულად ვერ დგინდება პირის რეგისტრაციის მისამართი);

ვ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხეთის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) თუ პირი მიეკუთვნება ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ პრიორიტეტულ ჯგუფს, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი და ან ცნობა;

თ) საჭიროების შემთხვევაში მოსარგებლემ უნდა წარმოადგინოს ცნობა ან/და ხელშეკრულება მომსახურების გამცემი სამედიცინო დაწესებულების წინაშე დავალიანების არსებობის შესახე