1. საგარანტიო წერილის მოქმედების ვადები:
ა) სამედიცინო მომსახურების და/ან ყველა სხვა საჭიროების დაფინანსებაზე გაცემული საგარანტიო წერილი ძალაშია გამოცემის თარიღიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში.
2. საგარანტიო წერილში ცვლილებები კომისიის მიერ ხორციელდება მოსარგებლე პირის/მისი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, უკვე გაცემული საგარანტიო წერილის დედნის დაბრუნებისას, იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია:
ა) სამედიცინო მომსახურების საგარანტიო წერილის ვადის გაგრძელება ერთჯერადად, საგარანტიო წერილის მოქმედების პერიოდში;
ბ) საგარანტიო წერილში ტექნიკური ხარვეზის გასწორება;
გ) ამავე პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისიის ოქმის საფუძველზე გაიცემა ახალი საგარანტიო წერილები, რომელთა ვადა აითვალება ახალი საგარანტიო წერილის გამოცემის თარიღიდა